გადასვლა შინაარსზე

პროექტის კოპირება

პროექტის ასლი გამოგადგებათ, როცა ახალი პროექტი ძველს ჰგავს: შეფასებების იგივე ნაკრები და იგივე აღწერა. იღებთ ახალ პროექტს მონახაზების სახით გადმოტანილი შეფასებებით და აგრძელებთ მასზე მუშაობას, ორიგინალი პროექტი კი უცვლელი რჩება.

ღილაკი პროექტების სიის ყოველ სტრიქონშია.

  1. გახსენით სამუშაო სივრცის პროექტების სია
  2. პროექტის სტრიქონში დააჭირეთ ღილაკს პროექტის კოპირება: ეს კოპირების ხატულაა ნაგვის ურნის გვერდით
  3. ფანჯარაში პროექტის კოპირება შეამოწმეთ სახელი და საჭიროების შემთხვევაში შეცვალეთ
  4. დააჭირეთ ასლის შექმნა: ახალი პროექტი მაშინვე იხსნება
სამუშაო სივრცის პროექტების სია: ყოველ სტრიქონში ნაგვის ურნის გვერდით პროექტის კოპირების ღილაკია ფანჯარა პროექტის კოპირება: ველში სახელი წერია შპს მაგალითი (ასლი), ქვემოთ ღილაკებია გაუქმება და ასლის შექმნა

ველში უკვე წერია ორიგინალი პროექტის სახელი ინტერფეისის ენაზე დამატებული სუფიქსით: შპს მაგალითი (ასლი). სახელის შეცვლა შეგიძლიათ. ის ცარიელი ან 255 სიმბოლოზე გრძელი ვერ იქნება: თუ ორიგინალი პროექტის სახელი უფრო გრძელია, იკვეცება ის, სუფიქსი კი მთლიანად რჩება.

  • აღწერა და ხატულა. პროექტის აღწერა, ხატულა და მისი ფერები
  • შეფასებები. ყოველი გამოქვეყნებული შეფასება და ყოველი მონახაზი ასლში მონახაზად ჩნდება იმავე სახელით, ჩანაწერებითა და პარამეტრებით. რა გადადის შეფასების ასლში, აღწერილია სტატიაში შეფასების კოპირება

შეფასების ასლი ყოველთვის მონახაზად იქმნება, თუნდაც ორიგინალი შეფასება გამოქვეყნებული იყოს.

რა რჩება ორიგინალ პროექტთან

განყოფილება "რა რჩება ორიგინალ პროექტთან"

ასლში არ გადადის:

  • მონაწილეები: ასლში თქვენ ერთადერთი მონაწილე ხართ, დანარჩენები თავიდან უნდა მოიწვიოთ
  • მოწვევები: გაუგზავნელი და მიუღებელი მოწვევები ორიგინალ პროექტთან რჩება
  • ამოცანები: ასლი ამოცანების გარეშე იწყება
  • პროექტის გუნდის პარამეტრები: შეფასების ტიპი, საათობრივი სარტყელი და ციკლების პარამეტრები ასლში სტანდარტულია, ისინი თავიდან უნდა მიუთითოთ
  • ფაილები
  • შეფასებების ვერსიები: ასლებს ისტორია არ აქვს, პირველი გამოქვეყნება ვერსიას 1 შექმნის
  • დამკვეთის ბმულები: ბმული ისევ ორიგინალ შეფასებაზე მიუთითებს, ასლისთვის ცალკე უნდა შექმნათ
  • დამტკიცებები: სტატუსი და დამკვეთის გადაწყვეტილებები ორიგინალ შეფასებასთან რჩება
  • დაარქივებული შეფასებები

პროექტის კოპირება შეუძლია მხოლოდ სამუშაო სივრცის მფლობელს, რომელიც ორიგინალი პროექტის მონაწილეა. თუ უფლება არ გაქვთ, ფანჯარაში გამოჩნდება შეტყობინება "ამ სივრცეში პროექტების კოპირების უფლება არ გაქვთ". თუ სახელი ცარიელია, შეტყობინება იქნება "შეიყვანეთ პროექტის სახელი". თუ ასლის შექმნა სხვა მიზეზით ვერ მოხერხდა, შეტყობინება იქნება "პროექტის კოპირება ვერ მოხერხდა. სცადეთ ხელახლა", გაიმეორეთ მოქმედება.